შეხვედრა ჭვანის მოსახლეობასთან

14 მარტი 2023, 19:42 723 ნახვა

შუახევში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი  პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.  აღნიშნული პროგრამით 54-ვე სოფელში სხვადასხვა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება, რომლებსაც მოქალაქეების მოთხოვნიდან და საჭიროებიდან გამომდინარე გადაწყვეტენ. ერთერთი შეხვედრა დღეს ჭვანის თემში  ჩატარდა  ადგილობრივი მოსახლეობის  ინიციატივით სოფელში წელს   სოფლის ადმინისტრაციული შენობის სველი წერტილების რეაბილიტაცია  განხორციელდება.  მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარე თვის ბოლომდე გაგრძელდება, შერჩეული პროექტები ადგილობრივ საკრებულოს გადაეგზავნება დასამტკიცებლად.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში