უფასო სწავლა საზღვაო სფეროს შესწავლის მსურველი გოგონებისთვის

15 მარტი 2023, 17:32 841 ნახვა

შეღავათი იმ გოგონებისთვის, რომლებიც საზღვაო სფეროს ირჩევენ. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი გადასახადისგან ათავისუფლებს იმ გოგონებს, რომლებიც ეროვნული გამოცდებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩაირიცხებიან. ოთხი წლის განმავლობაში უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლიან ისინი, ვინც არჩევანს საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის ორ მიმართულებაზე, საზღვაო ნავიგაციასა და გემის მექანიკაზე გააკეთებენ. მიღება წარმოებს როგორც ქართულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე. გადაწყვეტილება ქალთა გაძლიერებასა და ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში