ახალი საბავშვო ბაღი

08 თებერვალი 2017, 00:00 1998 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი საბავშვო ბაღი შეემატა. სოფელ ოქტომბრის საბავშვო ბაღი ხუთი სოფლის სკოლამდელი ბავშვის განათლებას უზრუნველყოფს. ბაღი ორ ჯგუფზეა გათვლილი და 27 აღსაზრდელი ირიცხება. მრავალფუნქციურ შენობას, რომელშიც განთავსებულია სამედიცინო პუნქტი, ადმინისტრაციის ოფისი, შეკრების ოთახი და ბაღი, რემონტი კაპიტალურად გასულ წელს ჩაუტარდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 285 000 ლარი დაიხარჯა. საბავშვო ბაღი აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარითა და გათბობის სისტემით. ბაღში 13 ადგილობრივია დასაქმებული. ქედაში სულ 15 ბაღი ფუნქციონირებს. 

ამავე კატეგორიაში