გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის 75 შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

16 მარტი 2023, 10:15 720 ნახვა

გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 19 საკონცენტრაციო ზონას დაარტყეს და მოიგერიეს მტრის 75 შეტევა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით,ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა 3 სარაკეტო დარტყმა განახორციელა, მათ შორის ქალაქ ხარკოვში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტზე.

ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ბახმუტი რჩება, რომელზეც რუსული ძალები სრულ კონტროლს ვერ ამყარებენ. უკრაინული მხარის მტკიცებით, ბახმუტის შემოგარენში მათ რუსული მოიერიშე თვითმფრინავი სუ-24 ჩამოაგდეს.

დნიპროს ოლქში მდებარე ქალაქ მარგანცში სარაკეტო იერიშს 2 ადამიანი ემსხვერპლა და 5 დაშავდა.

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, ბახმუტში 3 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 33 ბავშვი იმყოფება.

მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ქალაქში რჩებიან, კატეგორიულად უარს ამბობენ ევაკუაციაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში