ფასდაუდებელია გაერთიანებული სამეფოს როლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერის  მიმართულებით - ილია დარჩიაშვილი

17 მარტი 2023, 12:23 1242 ნახვა

ეს ვიზიტი განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა, რაც ასევე ეხმიანება საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობების ბოლოდროინდელ დინამიკას, - ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივან, ჯეიმს კლევერლისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„განვიხილეთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცაია, როგორც ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანი. აქცენტი გაკეთდა საქართველოს მიერ განხორციელებულ სამუშაოებსა და პროგრესზე, მთელი რიგი პრიორიტეტების მიმართულებით, რომლის საბოლოო მიზანს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია წარმოადგენს. როგორც იცით, ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, გაერთიანებული სამეფო ჩვენი გამორჩეული მხარდამჭერია. გვსურს აქვე მადლობა გადავუხადოთ ბრიტანეთის მხარეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. მივესალმები გაერთიანებულ სამეფოს, როგორც ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს როლს, რომელსაც ის რუმინეთთან ერთად ასრულებს, რაც ხელს შეუწყობს ბრტანეთის მეტ ჩართულობას ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით. შეხვედრაზე ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონის მზარდ მნიშვნელობაზე როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური და ენერგეტიკული მიმართულებით...

დღეს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და თანამშრომლობის სტრატეგიული ხასიათი, რაც დაფუძნებულია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზე. ფასდაუდებელია გაერთიანებული სამეფოს როლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკის კონსოლიდაციის მიმართულებით“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში