ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების ახალი ეტაპი იწყება

17 მარტი 2023, 19:24 637 ნახვა

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით - დავასრულეთ მოლაპარაკება ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, რომლითაც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები დაიწყება“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ კომენტირებისას განაცხადა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს ლევან დავითაშვილმა და საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში