„მედეას ვნებანი“ - ზვიად ბოლქვაძის მონოდრამა

19 მარტი 2023, 11:09 959 ნახვა

ბათუმის ხელოვნების ცენტრში კომპოზიტორ ზვიად ბოლქვაძის მუსიკალური მონოდრამა "THE PASSION OF MEDEA" (მედეას ვნებანი) გაიმართა, ოთარ ჭილაძის რომანის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა"-ს მიხედვით. წარმოდგენა სიმბოლურად ოთარ ჭილაძის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.

მონოდრამა მითოლოგიურ მედეაზეა, მის გრძნობებზე, განცდებზე და სიყვარულზე, რომელიც იმდენად დიდი და მძლავრია, რომ შეუთავსებელია სიცოცხლესთან, რომელიც მას ადგმევინებს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც სხვებისთვის გაუგებარია. მონოდრამა მისი შინაგანი მონოლოგია, ჩადენილი დანაშაულის და საკუთარი ცოდვების გააზრებით.

მონოდრამაში მედეას როლი თათია თათარაშვილმა შეასრულა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში