ირაკლი კოვზანაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს

20 მარტი 2023, 12:04 636 ნახვა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის დატოვების თაობაზე ოფიციალურად უკვე მიმართა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილიც, რომლის თქმით, კოვზანაძემ მის კომიტეტს ოფიციალურად უკვე მიმართა.

კოვზანაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა შალვა პაპაუაშვილმაც.

პაპუაშვილის განცხადებით, კოვზანაძეს დიდი ხანი ჰქონდა სურვილი, საკუთარ პროფესიას დაბრუნებოდა, რომელშიც ის საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობდა.

„ბატონ ირაკლის ჰქონდა სურვილი, თავის პროფესიას დაჰბრუნებოდა, რომელშიც, იცით, რომ საკმაოდ დიდი ხანი წარმატებულად მოღვაწეობდა, ამიტომ ეს გახდა ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი. მე მქონდა მასთან საუბარი გასულ კვირას და სწორედ ეს სურვილი იყო განმაპირობებელი. კიდევ ერთხელ – ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გუნდის ყოველი წევრი, იქნება ეს გადანაცვლება თუ ასე შემდეგ თავადაც ისაუბრებს, დროულად გაიგებთ ყველა ინფორმაციას“, - აღნიშნა თემაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტს ტოვებენ ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები - ვლადიმერ ჩაჩიბაია და დავით სერგეენკოც. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში