საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა როცა ხდებოდა, საქართველო ხელს აწერდა ჰააგის სასამართლოსადმი მიმართვას, რომლის შედეგიც არის ორდერი - პაპუაშვილი

20 მარტი 2023, 15:15 544 ნახვა

მაშინ, როდესაც ამ პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველზე, როდესაც ოპოზიციას ტყუილით გამოჰყავდა საქართველოს მოქალაქეები, რომ თითქოს, საქართველო არ არის სოლიდარული უკრაინის მიმართ; მაშინ, როდესაც საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდებოდა, ზუსტად მაშინ, 2022 წლის 2 მარტს, საქართველო ხელს აწერდა მიმართვას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი, რომლის შედეგიც არის სწორედ ის ორდერი, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პუტინისათვის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით.

"მაშინ, როდესაც რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციას ტყუილით გამოჰყავდა საქართველოს მოქალაქეები, თითქოს საქართველო არ არის სოლიდარული უკრაინის მიმართ, მაშინ, როდესაც საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდებოდა, ზუსტად მაშინ, 2022 წლის 2 მარტს საქართველო ხელს აწერდა მიმართვას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი, რომლის შედეგიც არის ორდერი. ეს ხომ გვაჩვენებს, რამდენად ყალბი იყო ბრალდებები საქართველოს მთავრობის მიმართ. მაშინაც ზუსტად ამ ტყუილებით, როგორც ახლა, თითქოს რუსული კანონი იყო, ახლა ყოფილი და მაშინ მოქმედი სახალხო დამცველი საჯაროდ აცხადებდა, ეს ხელისუფლება მე არ წარმომადგენსო. აქამდე მიიყვანეს ხალხის ნაწილი, ეთქმევინებინათ, რომ მათი ხელისუფლება მათ არ წარმოადგენს. ზუსტად იმ მომენტში ხელისუფლება მათ წარმოადგენდა, როდესაც ხელს აწერდა განაცხადს, იყო 38 ქვეყანას შორის და არა – 123 ქვეყანას შორის, რომლებსაც ასევე შეეძლოთ, ხელი მოეწერათ ამ განცხადებისთვის“,  – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში