მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში არანაირი განაცხადი არ შემოსულა - ზურაბ აზარაშვილი

20 მარტი 2023, 15:48 760 ნახვა

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში არანაირი განაცხადი არ შესულა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ასეთი მოთხოვნის შესვლის შემთხვევაში უწყება მას ოპერატიულად განიხილავს და შესაბამისის დოკუმენტაციის არსებობის პირობებში ჯანდაცვის სამინისტრო დასტურს გასცემს. 

„რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ბევრჯერ განვაცხადე, რომ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი და ის კლინიკა, სადაც ის იმყოფება, საკმაოდ კვალიფიციური ექიმების დახმარებით მკურნალობის პროცესს სრულად მართავენ. ვფიქრობ, ამ მიმართულებით პრობლემა არ უნდა იყოს.

ჩვენი კომპეტენციაა შესაბამისი საექიმო საქმიანობის ნებართვების გაცემა. ამ მომენტისთვის გიდასტურებთ, რომ ჩვენთან არანაირი განაცხადი შემოსული არ არის. თუ შემოვა, ძალიან ოპერატიულად, როგორც ეს წინა შემთხვევებში იყო, განვიხილავთ და თუ არის შესაბამისი დოკუმენტაცია და კვალიფიკაცია ამ დასტურს ჩვენი სამინისტრო გასცემს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში