პოლიტიკური განცხადებები პლენარულ სხდომაზე

21 მარტი 2023, 15:00 697 ნახვა

კამათით და ურთიერთბრალდებებით დაიწყო საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა. ძირითადი განსახილველი საკითხი მიმდინარე პროცესები, აქციები და ე.წ. რუსული კანონპროექტი იყო. 

ოპოზიცია მმართველ პარტიას ახალგაზრდების და ზოგადად მათგან განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანების რეპრესიებში ადანაშაულებს, უმრავლესობის ნაწილი კი პირიქით ოპოზიციას ადანაშაულებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში.

უფრო მეტიც, დავით მათიკაშვილმა დღეს დეპუტატები გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე ლიბერალურ-ბოლშევიკურ-ფაშისტურ დაჯგუფებად მოიხსენია. ისინი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის ხელშეშლაში დაადანაშაულა. საუბარი შეეხო ასევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს და ვენეციის კომისიის შენიშვნებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომის დაწყებამდე მედიის წრმომადგენლებს ჟურნალისტიკის დღე მიულოცა, რის საპასუხოდაც ოპოზიციამ მათ ნიკა გვარამიას პატიმრობა, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტი და ასევე აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების გათავისუფლების ფაქტები გაახსენა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში