გურამ თამაზაშვილის სახელობის ანსამბლი “მხედრული” 20 წლისაა. საიუბილეო კონცერტი ქობულეთის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლმა ხელოვნების ცენტრში გამართა.
“მხედრული” მაყურებლის წინაშე ახალი პროგრამით წარსდგა. შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები, რასაც დარბაზში ხანგრძლივი ტაში და განსაკუთრებული ოვაციები ახლდა.
ანსამბლი საიუბილეო საღამოზე სრული შემადგენლობით, 80 წევრით მონაწილეობდა. მნიშვნელოვანი თარიღი მათ აჭარის განათლების მინისტრმა მიულოცა, გადასცა მთავრობის თავმჯდომარის მილოცვაც და საჩუქარი, “მხედრულს” - 30 ათასი ლარი გასტროლებისთვის.
ანსამბლს უკვე ჩატარებული აქვს არაერთი კონცერტი უცხოეთში, არის ასევე რამდენიმე გრანპრისა და პრიზის მფლობელი.