საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები ბრიუსელში

23 მარტი 2023, 11:20 566 ნახვა

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ბრიუსელში.  შეხვედრას, რომელიც დღეს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში გაიმართება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება.

სხდომაზე საუბარი ნატო-საქართველოს სამომავლო გეგმებს შეეხება. საქართველოს საგარეო უწყების პირველი პირი მესამე დღეა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

ილია დარჩიაშვილი უკვე შეხვდა  ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ასევე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესა და ევროკომისრებს.

საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მასთან დაკავშირებული საკითხები მიმოიხილეს ილია დარჩიაშვილმა და ჟოზეფ ბორელმა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში