თავდაცვის კოდექსის განხილვა

23 მარტი 2023, 14:45 422 ნახვა

სამდღიანი განხილვების შემდეგ პარლამენტში დღესვე უნდა ეყარათ კენჭი მთავრობის მიერ შემუშავებულ თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა დღესაც გადაიდო.

ხელისუფლების ოპონენტების დიდი ნაწილი ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, ამის მიზეზად ხელისუფლების მხრიდან, რეფორმების განხორციელების ნების არ არსებობას ასახელებენ.

მმართველი გუნდში კი ცვლილებების მნიშვნელობასა და მიზნებს  კიდევ ერთხელ განმარტავენ, ამბობენ რომ სწორედ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების მიზნით ხდება კანონში ცვლილებების მიღება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში