ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა

23 მარტი 2023, 17:52 634 ნახვა

ბრიუსელში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დასრულებულია. ეს კომისია არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, რომ  ნატო-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში განისაზღვროს დღის წესრიგი, დასახონ ურთიერთობები და მომავალი თანამშრომლობის მიმართულებები. საქართველომ მიიღო  ძლიერი მხარდამჭერი გზავნილები  ნატოელი პარტნიორებისგან, ქვეყნის  ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან მიმართებაში. კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, როგორ მიმდინარეობს საქართველოში ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის, 12 პრიორიტეტის შესრულება. რა უთხრა ქვეყნის მთავარმა დიპლომატმა ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებს , რა იყო  მიმართვის მთავარი გზავნილები მოვისმინოთ ილია დარჩიაშვილის პირველი განცხადება ბრიუსელში გამართული კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში