ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს თავისი დემოკრატია, დაიცვას ყველა მოქალაქის უფლებები - კელი დეგნანი

23 მარტი 2023, 19:44 595 ნახვა

ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების საბოლოო მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს თავისი დემოკრატია, დაიცვას ყველა მოქალაქის უფლებები, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

„აშშ ათეულობით წლის განმავლობაში ამზადებს ანგარიშს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, რომელიც ეხება არა პოლიტიკურ პარტიებს ან ინდივიდუალურ პირებს, არამედ საკითხებს და რომლებიც სანდო წყაროების მთელ სპექტრს ეფუძნება.

ჩვენ ორმაგ გადამოწმებას მივმართავთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ანგარიშში შესული ინფორმაცია არის სანდო და უტყუარი. ეს ანგარიშები მნიშვნელოვანია. მოვუწოდებ ადამიანებს, დაუბრუნდნენ და წაიკითხონ წინა ანგარიშები, რადგან ისინი ქრონოლოგიურად წარმოადგენენ როგორც იმ სფეროებს, სადაც საჭიროა გაუმჯობესება, ასევე იმათ, სადაც მიღწეულია რეალური პროგრესი.

საქართველოში თუ სადმე სხვაგან ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების საბოლოო მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს თავისი დემოკრატია, დაიცვას ყველა მოქალაქის უფლებები. ვიმედოვნებთ, ადამიანის უფლებების ყოველწლიური ანგარიში განხილული იქნება, როგორც სასარგებლო რესურსი ამ მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში