ფინანსთა მინისტრი პარლამენტში

23 მარტი 2023, 19:58 648 ნახვა

რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე შესაძლო თავის არიდება, უნდა თუ არა ფინანსთა სამინისტროს მოქმედ ხელმძღვანელს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა და ინფლაცია-ეს იყო ძირითადი შეკითხვები, რომლებზეც პასუხები დღეს ოპოზიციამ მოითხოვა   ანგარიშის ჩასაბარებლად პარლამენტში მისული ფინანსთა მინისტრისგან.  კითხვა-პასუხის ფორმატის დროს აქტიურობდა ოპოზიცია , თუმცა მხოლოდ ერთი ნაწილი, რადგან სხვები ბოიკოტის რეჟიმში არიან.  ლაშა ხუციშვილმა დღეს კანონმდებლებს მისივე უწყების ანგარიში ჩააბარა. რითი იწონებს თავს სამინისტრო? მინისტრის საათი პარლამენტში.   

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში