დღეს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

24 მარტი 2023, 10:08 673 ნახვა

დღეს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს - ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე განმარტებით, შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

„მიმდინარე წლის 24 მარტს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც საქართველოს პარლამენტი განმარტავს, აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.

დღეს, 24 მარტს, პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მივა. პრემიერს ინტერპელაციის წესით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოუსმენენ.

დღესვე დეპუტატები ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილსაც მოუსმენენ.

პარლამენტის პლენარული სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში