დეპუტატების შეკითხვები და ბრალდებები პრემიერს

24 მარტი 2023, 15:10 707 ნახვა

„როგორ აპირებთ დღეს საუბარს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელსაც ცოტა ხნის "კრიმინალების მფარველი" უწოდეთ?“ - ამ შეკითხვით მიმართა დღეს პარლამენტში პრემიერს თამარ კორძაიამ. დამოუკიდებელი დეპუტატი დაინტერესდა, როგორ შეიძლება ერთის მხრივ ევროპისგან ფინანსურ დახმარებებს იღებდე, ხოლო მეორეს მხრივ, მათ "კრიმინალების მფარველად" მოიხსენიებდე. ოპოზიციას ასევე აინტერესებს, რატომ ვერ ხედავს პრემიერი პოლარიზაციის ზრდაში საკუთარ წვლილს?

დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ამ კონტექსტშიც ევროპა და ოპოზიცია დაადანაშაულა. უფრო მეტიც აქცია "შინ ევროპისკენ" და მარტის პროტესტი ქვეყანაში ომის დაწყების სურვილს დაუკავშირა.

კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებაში პრემიერმა და ოპოზიციამ დღეს ისევ ერთმანეთი დაადანაშაულეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ ახსენა შეთქმულება, ე.წ. უკრაინიზაციის გეგმა, ე.წ. მეორე პოლიგონის და ფრონტის გახსნა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში