გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

24 მარტი 2023, 15:03 832 ნახვა

„მხოლოდ საქართველოს მთავრობა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, პირიქითაც, სამოქალაქო საზოგადოება ვერ გახდება ხელისუფლების გარეშე ევროკავშირის წევრი“ - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველ პრესკონფერენციაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე ისაუბრა.

ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზაც ვერ შემოკლდება, განსაკუთრებით, ღირებულებების კუთხით. თქვა, რომ "აგენტების" კანონპროექტის გაწვევის შემდეგ, ახლა პოლიტიკის ამოცანაა პოლარიზაციის დაძლევა და ნდობის აღდგენა.

გერმანელმა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში კონკრეტული გზავნილით ჩამოვიდა - "ჩვენ გვინდა, ვნახოთ საქართველო ევროკავშირში". ამისათვის მან დემოკრატიული რეფორმების გატარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში