სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება საქართველოს პარლამენტში

24 მარტი 2023, 17:34 745 ნახვა

პარლამენტის დერეფანში ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირება იყო.

პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ისინი სანიკიძეს კიბეებთან დაედევნენ.

დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ დავით მათიკაშვილი და ალუდა ღუდუშაური. დაპირისპირება სხდომათა დარბაზშივე მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა გუბაზ სანიკიძეს გაყიდული ადამიანი უწოდა.

მანამდე გუბაზ სანიკიძემ, სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრს მიმართა: „საერთაშორისო სასამართლო როდესაც იქნება, შეიძლება, იქ გამოგიძახონ და არც პიროვნულად და არც საქვეყნოდ არ მემეტებით. ეს ომი უკრაინის გამარჯვებით რომ დასრულდეს, რაშიც თქვენ ეჭვი გეპარებათ და უკრაინელებმა მათი, მიხეილ სააკაშვილისა და ევროკავშირის დაგეგმილი გადატრიალების დამადასტურებელი საბუთი რომ მოითხოვონ, მერე რას შვრებით“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში