პრემიერის მოსმენა პარლამენტში - ურთიერთბრალდებები

24 მარტი 2023, 19:34 941 ნახვა

,,ეროვნული უსაფრთხოების ნაცვლად ქართული ოცნებისა და მისი სკამის უსაფრთხოებაზე ისაუბრა“ ასეთი შთაბეჭდილება დაუტოვა საპარლამენტო უმცირესობას ღარიბაშვილის მოხსენებამ, რომელზეც ისიც უთხრეს, რომ მან იგივე დოკუმენტი წაიკითხა რაც გასულ წელს.ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ,რომ დღეს არაფერი მოუსმენიათ ანტიდასავლური რიტორიკის გარდა. წარსულში ჩარჩენილი, დამნაშავე და სამარცხვინო -ასე მიმართავდნენ დღეს ოპოზიციონერი დეპუტატები მთავრობის მეთაურს. შეახსენეს რომ მტერი რუსეთია და იქვე ჰკითხეს კიდეც რატომ არ მოიხსენიებს ჩრდილოელ მეზობელს აგრესორად. პრემიერმა ოპოზიციას  დებატებში აჯობა და აქცენტები უსაფრთხოების კონტექსტში კი სწორად იყო დასმული ასე ფიქრობენ უმრავლესობაში სადაც  ოპოზიციას ინტელექტის დეფიციტზე მიუთითებენ.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში