ილია დარჩიაშვილის მოსმენა პარლამენტში

24 მარტი 2023, 19:35 658 ნახვა

პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსაც მოუსმინეს. რუსული ოკუპაცია, გააქტიურებული ანტიდასავლური კამპანია ქვეყანაში, ბიჭვინთის ანექსია,არ აღიარების პოლიტიკა - დეპუტატებს  შეკითხვები მინისტრთან ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდათ.ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა არაერთხელ მოუწოდეს მინისტრს,მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს,მაშინ როდესაც “ქართული ოცნება“თავს ესხმის საერთაშორისო პარტნიორებს და იკვეთება რუსული ინტერესები ქვეყნის შიგნით. ილია დარჩიაშვილმა ოპოზიციის კითხვებს უპასუხა და  შეაჯამა ის ვიზიტები და საერთაშორისო დონეზე წარმართული ორმხრივი შეხვედრები,  რომლებზეც  მისი განცხადებით, უწყება ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, იმასაც, რომ  ეტაპობრივად სრულდება 12 რეკომენდაცია და რომ დასავლეთი მტკიცედ უჭერს მხარს  საქართველოს სუვერენიტეტსა  და ტერიტორიულ  მთლიანობას.მისივე განცხადებით,ქვეყანას ევროინტეგრაციის საკითხებში აქვს  საერთაშორისო მხარდაჭერა, რასაც ასევე ელოდებიან  ვილნიუსში დაგეგმილ სამიტზე. ილია დარჩიაშვილის  თქმით საგარეო  უწყება ყველა ინსტრუმენტს იყენებს იმისთვის, რომ  რუსულ ოკუპაციასთან მიმართებით  იყოს მკაფიო რეაგირება, რაც  მისივე ინფორმაციით ასახულია ნატო-ევროკავშირის ანგარიშებში. დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ილია დარჩიაშვილმა  განაცხადა, რომ გამოიკვეთა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ე.წ. შუა დერეფნის როლი აღმოსავლეთ-დასავლეთ შორის ტვირთების შეუფერხებელი და ეფექტური ტრანსპორტირების კუთხით.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში