ანალენა ბერბოკის ვიზიტი

25 მარტი 2023, 12:04 757 ნახვა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი დასრულდა. ანალენა ბერბოკი ქართველმა კოლეგამ ილია დარჩიაშვილმა გააცილა. 

გერმანელმა დიპლომატმა ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სტუდენტებთან, პრეზიდენტთან, დღის ბოლოს კი პრემიერ-მინისტრთან.

მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა და გერმანელმა დიპლომატმა  ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა განიხილეს.

ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველო ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, და კვლავაც გააგრძელებს კონსტრუქციული როლის შესრულებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში