მე-4 ქვეითი ბრიგადა ფრენბურთის ტურნირის გამარჯვებულია

26 მარტი 2023, 11:02 581 ნახვა

მე-4 ქვეითი ბრიგადა ფრენბურთის ტურნირის გამარჯვებულია. ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებად პირველი კლასის რიგითი გიორგი შიოშვილი და სერჟანტი მარიკა გერლიანი დასახელდნენ.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის ტურნირი ფრენბურთში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეჯიბრებაში თავდაცვის ძალებისა და სამოქალაქო ოფისის ცხრა გუნდი მონაწილეობდა.

სამხედროებს შორის გამართული სპორტული აქტივობები ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში