პრემიერმა მიხეილ სააკაშვილი ანდერს ბრეივიკს შეადარა

27 მარტი 2023, 14:50 1277 ნახვა

საქართველოს პრემიერმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ანდერს ბრეივიკს შეადარა, რომელმაც ათეულობით ადამიანი მოკლა და დაჭრა.

პარალელი ირაკლი ღარიბაშვილმა მაშინ გაავლო, როცა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აფასებდა სააკაშვილისთვის ნორვეგიაში მემარჯვენეთა დემოკრატიის პრიზის მინიჭებას. მისი თქმით, სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა იგივეა, რომ რომელიმე ქვეყანამ ბრეივიკი დააჯილდოვოს.

ბოღმიან კომენტარს უწოდებს ნაციონალური მოძრაობა პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას მიხეილ სააკაშვილზე.

ოპოზიციის ნაწილის თქმით, პრემიერის რიტორიკა სააკაშვილთან დაკავშირებით ემთხვევა რუსულ ნარატივს. მათივე თქმით, სააკაშვილის წვლილზე პოზიტიურ აქცენტებს მსოფლიო ლიდერები აკეთებენ, საქართველოს ხელისუფლება კი მესამე პრეზიდენტის წამებითაა დაკავებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში