სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 31 მარტს წარდგება

27 მარტი 2023, 15:26 631 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 31 მარტს წარდგება. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, თარიღი პრეზიდენტთან უკვე შეთანხმებულია და იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე კვირა არასასესიოა, სალომე ზურაბიშვილს 31 მარტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით მიმართავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში