სააკაშვილის დაჯილდოება - პოლიტიკური შეფასებები

28 მარტი 2023, 11:24 657 ნახვა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდო ნორვეგიის სახელმწიფოს არ მიუცია და ის არის კონკრეტულად „კონსერვატიული პარტიის“ ორგანიზაციული ჯილდო.

ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ დარწმუნებულია ჯილდოს საკითხი „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის მეგობრების მიერ არის შეთანხმებული. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ძალიან კარგად იყენებს და პოზიციონირებს, თითქოს მიხეილ სააკაშვილს ჯილდო ნორვეგიის სახელმწიფომ გადასცა.

ხელისუფლება ამ ნარატივს იყენებს როგორც პროპაგანდას დასავლეთის წინააღმდეგ. იგივეს ფიქრობენ ''სტრატეგია აღმაშენებელშიც''.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში