ნაციონალური მოძრაობის ბრალდება

09 თებერვალი 2017, 00:00 3427 ნახვა

ხულოს საკრებულოს დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს თავმჯდომარეს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ირაკლი ჯორბენაძეს არგუმენტად „ქართული ოცნების“  წევრზე,  ოთარ გელაძეზე გამოყოფილი საწვავის ოდენობა მოჰყავს, რომლის ყოველთვიური ლიმიტი 420 ლიტრს შეადგენს. ოპოზიციონერი დეპუტატის განმარტებით,  თავმჯდომარემ მმართველი გუნდის წარმომადგენელი მუდმივი კრიტიკის გამო წაახალისა. ჯორბენაძე იმასაც აღნიშნავს,  რომ  ჯამბულ ხოზრევანიძემ, საწვავის გამოყოფით, შესაძლო იმპიჩმენტიც აირიდა თავიდან. ბრალდებას დღესვე უპასუხა ადრესატმა. საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, საწვავი საჭიროებიდან გამომდინარე გამოყო.

ამავე კატეგორიაში