სააკაშვილის დაჯილდოვება-პოლიტიკური შეფასებები

28 მარტი 2023, 18:05 642 ნახვა

და რაც შეეხება პოლიტიკოსების შეფასებებს. ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ   სააკაშვილს დემოკრატიის განვითარებისთვის გადაეცა ჯილდო, რაზეც არაადეკვატური დამოკიდებულება ჰქონდა რუსულ პარტიას.  პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს კი მიაჩნიათ, რომ   ჯილდოს საკითხი „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის მეგობრების მიერ არის შეთანხმებული, და რომ  „ქართული ოცნება“ ძალიან კარგად იყენებს და პოზიციონირებს, თითქოს მიხეილ სააკაშვილს ჯილდო ნორვეგიის სახელმწიფომ გადასცა. იგივე პოზიცია აქვთ  სტრატეგია აღმაშენებელშიც. ქართულ ოცნებაში კი მიაჩნიათ, რომ  ყოფილი პრეზიდენტისთვის ჯილდოს გადაცემა ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში