“ქართული ოცნების” პარტიული კონფერენციები

29 მარტი 2023, 18:15 582 ნახვა

ქართული ოცნება პარტიულ კონფერენციებს აგრძელებს.დილიდან შეხვედრები მიმდინარეობს მაღალმთიან აჭარაში. უკვე დასრულდა ყრილობა ხულოში,სადაც რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე აირჩიეს. დაკომპლექტდა ბიუროც 9 წევრით. ბათუმისა და ხულოს მსგავსად დახურული იყო შეხვედრა შუახევშიც.აქაც შეხვდნენ პარტიის აქტივისტებს და აირჩიეს პარტიული  ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ბიუროს წევრები. ამ წუთებში კი პარტიის ლიდერები საქალაქო  ორგანიზაციის დაკომპლეტქების მიზნით ქედაში იმყოფებიან.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში