საპროტესტო აქცია

10 თებერვალი 2017, 00:00 1910 ნახვა

სიტყვის თავისუფლების დასაცავად 8 პოლიტიკური პარტია და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია გაერთიანდა. ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა საკოორდინაციო საბჭო შექმნეს.  საბჭო დღეს  დაგეგმილ აქციაში მიიღებს მონაწილეობას. მსვლელობა რუსთაველის მეტროდან 2 საათისთვის დაიწყება და უზენაეს სასამართლოსთან დასრულდება. საკოორდინაციო საბჭო, მოძრაობა ახალი ერთობა საქართველოსთვის ინიციატივით შეიქმნა. 

ამავე კატეგორიაში