უკანონო მშენებლობების შეჩერებისა და აღსრულების მექანიზმები მკაცრდება

01 აპრილი 2023, 14:30 850 ნახვა

სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის  შესახებ ახალი კანონი დღეიდან ამოქმედდა. ცვლილებების თანახმად, მკაცრდება უკანონო მშენებლობების შეჩერებისა და აღსრულების მექანიზმები. 

ცვლილება შეეხება ასევე  შენობა-ნაგებობების გაბარიტების საკითხს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქობულეთის საკრებულოს დადგენილებით, ზედამხედველობის ორგანოს ევალება უნებართვო მშენებლობებისა და სანებართვო პირობების  დარღვევის ფაქტები არანაკლებ თვეში ერთხელ  შეამოწმოს. 

ცვლილების თანახმად, საზედამხედველო ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ მიღებული დადგენილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, მშენებლობის შეუჩერებლობის შემთხვევაში, შესაძლო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში