სააკაშვილთან სახალხო დამცველის კონსილიუმი იმყოფება

02 აპრილი 2023, 14:14 723 ნახვა

კლინიკა ,,ვივამედში” საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრი ექიმები შევიდნენ. კლინიკაში იმყოფებიან ექიმები: თენგიზ წულაძე, გიორგი კაჭარავა, აიდა გოზალოვა და გიორგი გრიგოლია.

სახალხო დამცველის კონსილიუმის ჯგუფის შესვლას კლინიკა ,,ვივამედში” უსწრებდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თხოვნა, რომ ის ომბუდსმენის აპარატის მიერ შექმნილ სამედიცინო კონსილიუმის წევრებს მოენახულებინათ. მანამდე, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ “კონსილიუმი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თავად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველი არ ერევა”.

გარდა ამისა "ვივამედის" ენდოკრინოლოგმა , სოფო მებუკემ გააკეთა განმარტება მიხეილ სააკაშვილის წონის კლების შესახებ და თქვა, რომ ბოლო კვირაში მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში სახალხო დამცველის კონსილიუმის შესვლას ელოდა, რის გამოც საკვების კალორაჟი შეამცირა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში