''ლელო'' ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში იბარებს

03 აპრილი 2023, 11:26 694 ნახვა

პოლიტიკური ჯგუფი ''ლელო'' პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს იბარებს. მიზეზად ზურაბ აზარაშვილის მიერ აქონდროპლაზიის მედიკამენტის გარშემო პასუხგაუცემელ კითხვებს ასახელებენ და ამბობენ, რომ კანონის გათვალისწინებით მინისტრი ვალდებულია საკანონმდებლო ორგანოში გამოცხადდეს და ადამიანის უფლებათა კომიტეტზე დეპუტატების კითხვებს უპასუხოს.

შეგახსენებთ, იშვიათი დაავადების, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე   ბავშვების მშობლებმა არა ერთი აქცია გამართეს. მშობლები კონკრეტული მედიკამენტის - ვოზორიტიდის საქართველოში შემოტანას და მის დაფინანსებას ითხოვენ. 

ჯანდაცვის სამინისტროში საკითხთან დაკავშირებით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები დღეს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ, რომელზეც მცირედი ხმაურიც იყო. დაპირისპირება მშობლების მოთხოვნას მოჰყვა, ისინი კომიტეტზე სიტყვით გამოსვლას ითხოვდნენ.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში