ლევან იოსელიანმა მოადგილეები წარადგინა

03 აპრილი 2023, 14:50 677 ნახვა

ანგარიშთან ერთად სახალხო დამცველმა ახალი მოადგილეებიც წარადგინა. ესენი არიან ელენე ღუდუშაური  და ნათია ჯულაყიძე. მათი თქმით, საქართველო ელის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და შესასრულებელია 12 რეკოემნდაცია, ამ ფონზე კი დიდი ყურადღებით დააკვირდებიან სახალხო დამცველის მუშაობას, ამიტომ მათ თქმით, ეცდებიან, რომ თითოეული სიტყვა იყოს არგუმენტირებული.

ელენე ღუდუშაურმა და ნათია ჯულაყიძემ ომბუდსმენის მოადგილეების პოსტებზე ეკატერინე სხილაძე და გიორგი ბურჯანაძე შეცვალეს, რომლებმაც თანამდებობები 30 მარტს დატოვეს. სახალხო დამცველს სულ სამი მოადგილე ჰყავს.

აპარატში რჩება ლევან იოსელიანის მესამე მოადგილე თამარ გვარამაძე, რომელიც ახალი სახალხო დამცველის არჩევამდე ომბუდსმენის მოვალეობას ასრულებდა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში