დავით კეზერაშვილის ინტერვიუ და შეფასებები საქართველოში

03 აპრილი 2023, 19:49 632 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს. მე ვარ ერთ-ერთი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე. მის ამ განცხადებას შეფასებები მოყვა საკანონმდებლო ორგანოში, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის  ხატია დეკანოიძის შეფასებით, კეზერაშვილმა თვითონვე თქვა, რომ კავშირზე არის სხვადასხვა პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რომელიც მას უკვე აღარ ეხება, რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას - ოცნებაში აცხადებენ რომ დავით კეზერაშვილისგან მოხდა პირდაპირი აღიარება, რომ ამ ქვეყანაში თუ ვინმე ოლიგარქია, ნამდვილად არის თავად. ალუდა ღუდუშაურის თქმით, კეზერაშვილმა დაადასტურა, რომ კონკრეტულ პარტიებს აძლევს ფულს, თუმცა არცერთი პარტია ამის დეკლარირებას არ ახდენს. დავით კეზერაშვილის განცხადება და პოლიტიკური შეფასება, - ვნახოთ თამუნა ხოზრევანიძის რეპორტაჟი. 

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში