საქართველოს პრეზიდენტი უკრაინულ ცენტრს ეწვია

03 აპრილი 2023, 20:35 618 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ლიეტუვის პირველი ლედი დიანა ნაუსედიენი ვილნიუსში უკრაინულ ცენტრს ეწვივნენ, რომლის მიზანიც ომის დროს უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რეაბილიტაციაა.

ცენტრი 2022 წლის ივნისში ლიეტუვისა და უკრაინის პირველი ლედების ინიციატივით დაარსდა და მისი მიზანია ასევე უკრაინელებისათვის ღია და საგანმანათლებლო სივრცის შექმნა, ფსიქოლოგიური და სამედიცინო სერვისების მიწოდება, ბავშვებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა, სხვადასხვა ენის სწავლება და ლიეტუვაში უკრაინული კულტურული მემკვიდრეობის განვითარება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში