ოპოზიციის გეგმები - მდინარაძის განცხადება და შეფასებები

04 აპრილი 2023, 12:04 534 ნახვა

''ქართული ოცნების'' ლიდერ   მამუკა მდინარაძის განცხადებას დილიდან მოჰყვა   შეფასებები.  პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ფრაქცია ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარემ ოპოზიციის სავარაუდო გეგმებზე გააკეთა განცხადება და  თქვა, რომ   რადიკალურ ოპოზიციას მიზნად აქვს სამპუნქტიანი გეგმის შესრულება.  

პირველი პუნქტი მდინარაძის თქმით,  მოლოდინების აწევა და სტატუსის ვერმიღებაა, მეორე - რევოლუცია და ხელისუფლების ცვლილება და მესამე კი  - ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მეორე ფრონტი.   

 მდინარაძის ამ პოზიციას იზიარებენ მისივე თანაგუნდელები,  ხელისუფლების ოპონენტები კი ამბობენ, რომ თუ ვინმეს საქართველოში სტატუსის მიღება არ სურს, ეს სწორედ ქართული ოცნებაა, მეორე ფრონტზე საუბარი კი მმართველი გუნდის პროპაგანდაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში