პოლიტიკური განცხადებები პლენარულ სხდომაზე

04 აპრილი 2023, 15:00 670 ნახვა

ტრადიციულად  ურთიერთბრალდებებით დაიწყო დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა. დეპუტატები პოლიტიკური განცხადებებით  ერთმანეთს კვლავ  საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხის საფრთხის ქვეშ დაყენებას ედავებოდნენ. ოპოზიცია უმრავლესობას ადანაშაულებს, მმართველი პარტია კი ოპონენტებს.

ორივე მხარე ერთმანეთს კი რუსული საქმეების კეთებას აბრალებს. სხდომაზე დღეს არაერთხელ ახსენეს   რუსული კანონი და ასევე ლაზარე გრიგორიადისის საქმე.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პრემიერი უდანაშაულობის პრეზუმციის  დარღვევაში  დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ,,ქართულ ოცნებაში“ პარტიული დიქტატია, ხელისუფლებაში კი არაფორმალური მმართველობა, რაც საბოლოოდ ქვეყანას აზიანებს.

დეპუტატების განცხადებები შეეხო ასევე  ქვეყნაში უცხოელი პარტნიორების ვიზიტსა და  მთავრობის შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნაში, რისი მთავარი მიზანიც მმართველი პარტიის წევრების მტკიცებით, კანდიდატის სტატუსის მიღებაა. საუბარი იყო, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე, რაც ოპოზიციის განცხადებით ტყუილია.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში