ფინეთი ნატო-ს წევრი 31-ე ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია, ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას - სალომე ზურაბიშვილი

04 აპრილი 2023, 19:00 710 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება.

როგორც პრეზიდენტი წერს, ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.

„ფინეთი ნატო-ს წევრი 31-ე ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია. გილოცავთ! ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ფინეთი ნატოს 31-ე წევრი დღეს ოფიციალურად გახდა. ცერემონია ნატო-ს შტაბბინაში გაიმართა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ოფიციალური დოკუმენტი გადასცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში