ნიკა ამაშუკელი ჩემპიონთა თასზე ირლანდიური და ინგლისური გრანდების მატჩს განსჯის

04 აპრილი 2023, 20:02 550 ნახვა

ქართველი არბიტრი ნიკა ამაშუკელი სარაგბო ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალური ეტაპის ლენსტერისა და ლესტერის მატჩს განსჯის. შეხვედრა 7 აპრილს დუბლინის „ავივა სთედიუმზე“ გაიმართება. ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში ამაშუკელი ტიერ 2-ის ქვეყნებიდან ერთადერთი არბიტრი იქნება, სხვა მატჩებს კი ინგლისელი კარლ დიკსონი, ფრანგი მეტიუ რეინალი და ირლანდიელი ენდრიუ ბრეისი განსჯიან. ნიკა ამაშუკელს უკვე ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი უმსაჯია, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე. ნიკას მთავარი მიზანი იმ 19 არბიტრს შორის მოხვედრა იქნება, რომლებიც 2023 წლის მსოფლიო თასის თამაშებს მოემსახურებიან.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში