ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების განცხადება

05 აპრილი 2023, 14:30 570 ნახვა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები, რომლებიც მონიტორინგს უწევენ საქართველოს მიერ ევროსაბჭოსადმი არსებული ვალდებულებების შესრულებას, მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში რეფორმების პროცესი შეჩერებულია.

კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა საქართველოში იმყოფებოდნენ. ისინი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივისთვის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში რეფორმები შეჩერდა.

საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებენ, დაძლიონ უკიდურესი მტრობა და პოლარიზაცია, გვერდით გადადონ ვიწრო პარტიული ინტერესები და ერთად იმუშაონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის რეალიზაციისთვის, რათა საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები ადასტურებენ, რომ აუცილებელია სასამართლო სისტემის რეფორმირების გაგრძელება.

მომხსენებლების რეკომენდაციაა, რომ ხელისუფლებამ უარი თქვას კანონპროექტში ე.წ. პერსონალურ მიდგომაზე სისტემური მიდგომის სასარგებლოდ, რომელსაც აშკარად უპირატესობას ანიჭებს ვენეციის კომისიაც.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლების განცხადებებს საქართველოში გამოეხმაურნენ.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში