რიგგარეშე სესია

10 თებერვალი 2017, 00:00 1875 ნახვა

დღევანდელ  სესიაზე კიდევ ერთ საკითხზე იმსჯელეს. აჭარის უმაღლეს საბჭოში ახალი დეპარტამენტი შეიქმნა.   საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების და პროტოკოლის დეპარტემენტში პრეს-სამსახურის 4 და აპარატის  ადმინისტრაციის ამდენივე  თანამშრომელი გაერთიანდა.  ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ იქნება დეპარტამენტის უფროსი, რომელიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უნდა დანიშნოს. აქამდე ვაკანტური იყო პრესსამსახურის უფროსის პოზიცია. შესაბამისად,  როგორც აპარატში ამბობენ, დეპარტამენტის უფროსი სწორედ აღნიშნულ შტატს შეავსებს. დეპუტატებმა დღესვე აჭარის მთავრობისთვის უმაღლეს საბჭოში გასული წლის ანგარიშის წარდგენის და განხილვის  ვადებთან დაკავშირებით რეგლამენტში   შეიტანეს ცვლილება.  მთავრობას ანგარიშის წარმოსადგენად ვადა ერთი თვით გაეზარდა. დღესვე ძალადაკარგულად გამოცხადდა საბჭოს 2012 წლის დადგენილება, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეთა რეესტრს უმაღლესი საბჭო ამტკიცებდა. 

ამავე კატეგორიაში