2025 წლისთვის აჭარის ბიუჯეტი მილიარდი ლარი იქნება

05 აპრილი 2023, 17:50 2334 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრაზე სამინისტროს 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ჯაბა ფუტკარაძემ მთავრობის თავმჯდომარეს მიმდინარე ეკონომიკურ, საპრივატიზაციო, საინვესტიციო და საბიუჯეტო პროცესებზე ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლე გააჟღერა.,,კურორტ გოდერძის ახალი საბაგირო და სათხილამურო ტრასა დაემატება, რაზეც მთის კურორტების სააგენტოსთან მიმდინარეობს მუშაობა. გარდა ამისა, იგეგმება ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ღომის მთაზე და გულების ციხეზე”. აჭარის მთავრობის მეთაურის თქმითვე, რესპუბლიკური ბიუჯეტი ბოლო 4 წლის განმავლობაში გაორმაგდა და 2025 წლისთვის იგეგმება ბიუჯეტის 1 მილიარდამდე გაზრდა. 2022 წელს აჭარას 3.9 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა და აჭარის მთავრობის მიზანს 2025 წლისთვის ვიზიტორთა რაოდენობის 6 მილიონამდე გაზრდა წარმოადგენს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში