შეფასებები 7-9 მარტის მოვლენებზე

05 აპრილი 2023, 19:38 551 ნახვა

მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებით, ხელისუფლება  7-8 მარტის აქციის მონაწილეების დასჯას სცდილობს და  კონკრეტულ ადამიანებს უპირისპირდება. ამასთან, არ აქვთ იმედი, რომ გამოძიება, რომელიც ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზეა დაწყებული, ობიექტურად წარიმართება.რასაც კატეგორიულად უარყოფენ ქართულ ოცნებაში და ღიად ამბობენ, რომ მათმა ოპონენტებმა 7-8 მარტის  პროტესტი დესტაბილიზაციისთვის,  ქუჩაში გამოსული ახალგაზრდები ფარად გამოიყენეს.  საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, თითქოს აქციის მონაწილეებს მუსიკალური გემოვნებისა და ვიზუალის გამო ასამართლებენ და არა ეგრედწოდებული მოლოტოვის კოქტეილის სამართალდამცველების წინააღმდეგ გამოყენებისა და შსს მანქანისთვის ცეცხლის წაკიდების გამო.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში