მოსამართლეების დასანქცირება არის პირდაპირი სიგნალი, რომ „ქართული ოცნება“ არის ამ სანქციების მთავარი სამიზნე - პაატა მანჯგალაძე

06 აპრილი 2023, 11:16 650 ნახვა

მოსამართლეების კლანის წევრების დასანქცირება არის პირდაპირი ძლიერი სიგნალი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობისთვის, რომ შემდეგი იქნება ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ხაზგასმა რაზე მოახდინა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მთავარი იყო, ვინც საჯარო უფლებამოსილებას იყენებს კერძო მიზნებისთვის, კორუფციისთვიის, ეს იყო აქცენტი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„სტანდარტი არის, რომ საჯარო უფლებამოსილება არ უნდა იყოს გამოყენებული კერძო მიზნებისთვის. ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ „ქართული ოცნება“ არის მთავარი სამიზნე ამ სანქციების. ეს ბოლო დიდი სიგნალია „ქართული ოცნებისთვის“, რომ ამერიკა არ და ვერ შეეგუება, რომ ქვეყანაში იყოს ანტიდემოკრატიული რეჟიმი და არაფორმალური მმართველობა.

აქვე მინდა, ირაკლი კობახიძეს და „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტებს ვუპასუხო, დაიხვიეს გიორგი ბურჯანაძის გამოსვლა, ჩვენ ცალ ფეხზე არ დავდგებითო, ვითომ ვინმემ მოსთხოვა ცალ ფეხზე დადგომა, ვერ დადგები ირაკლი ცალ ფეხზე, პირდაპირ გეუბნები, რადგან უკვე მუხლებზე დგახარ რუსეთთან. შესაბამისად, რომც მოინდომო ვერც დადგები ცალ ფეხზე“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში