სანქცირებული მოსამართლეები

06 აპრილი 2023, 12:04 1118 ნახვა

ამერიკამ 4 მოსამართლე დაასანქცირა. სანქცირებულია საქართველოს გავლენიანი მოსამართლეები, ე.წ კლანის წევრები, ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე.

მიზეზად კორუფცია სახელდება, რაზეც უკვე სანქცირებული მოსამართლე ლევან მურუსიძე  ფიქრობს, რომ ეს გამოგონილი მიზეზია და, რომ  ამერიკის ეს ნაბიჯი სხვა მოსამართლეების დაშინებას ემსახურება, ვაშინგტონის გადაწყვეტილება კი საქართველოს სუვერენიტეტში უხეში ჩარევაა. მან ეს განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა, ისევე როგორც სანქცირებულთა სიაში მოხვედრილმა კიდევ ერთმა მოსამართლემ.

დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელიც სასამართლო სისტემის მმართველი ორგანოა, სხდომაა ჩანიშნული. 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში