ახალი დეპარტამენტი ძველი კადრებით

10 თებერვალი 2017, 00:00 3365 ნახვა

ახალი დეპარტამენტი ძველი თანამშრომლებით. უმაღლეს საბჭოში ორი სტრუქტურული ერთეული გაერთიანდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის სამსახურს ამ ეტაპზე 8 თანამშრომელი ჰყავს. დავით გაბაიძეს სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბების დასასრულებლად დასანიშნი ჰყავს დეპარტამენტის უფროსი. დღეს შექმნილ პოზიციაზე ბოლო 2 თვეა საზოგადოებაში ბევრი კანდიდატურა განიხილებოდა. თუმცა, ამის მიუხედავად გაბაიძე ამბობს, რომ კადრი ჯერ არ შეურჩევია.

თეონა ბაკურიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში