თამაზ ბაკურიძე გაათავისუფლეს

06 აპრილი 2023, 17:31 1062 ნახვა

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე სასამართლოდან გაანთავისუფლეს.ბაკურიძის დაკავება ბათუმში ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს მოხდა. აღსრულების პოლიცია ოჯახს  ვაჟა-ფშაველას 147-ში მდებარე სახლიდან ასახლებდა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თამაზ ბაკურიძე გამოსახლების პროცესს ესწრებოდა და ვიდეოს იღებდა.გამოსახლების დროს ოჯახის ერთ-ერთი წევრი სახურავზე ავიდა და ბენზინი გადაისხა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ოჯახის ახლობლებმა ჭიშკარი შეამტვრიეს, რის გამოც აღსრულების პოლიცია იძულებული გახდა გამოსახლების პროცესი დროებით შეეჩერებინა. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის გადაწყვეტილებით, საქმეზე სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 24 აპრილს ჩაინიშნა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში